საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. წლის ბოლო ოფიციალურ მატჩში ჩვენი გუნდი უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველო – უნგრეთის მატჩი 14 ნოემბერს 21:00 საათზე გაიმართება. ბილეთების ონლაინ გაყიდვა 19 ოქტომბერს, biletebi.ge-ზე 12:00 საათზე დაიწყება.
მატჩზე დასასწრებად ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი, რომელთა ფასიც 20-დან 100 ლარამდეა. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეუძლია.
ლაშა თაბაგარი





