საბა გოგლიჩიძემ „მონცაში“ დებიუტი გოლით აღნიშნა. იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში „მონცა“ სტუმრად რომის „ლაციოსთან“ 1:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 37-ე წუთზე ტრავმირებული სირილ ნგონგეს ნაცვლად ჩაერთო. იმ მომენტში „ლაციო“ 2:0 იგებდა – მე-3 წუთზე ანგარიში ტავარეშმა გახსნა, ხოლო 23-ე წუთზე თავი ისაკსენმა გამოიჩინა. გარდა ამისა, „მონცა“ მოედანზე 10 ფეხბურთელით იმყოფებოდა, რადგან უხეშობისთვის 35-ე წუთზე ლუკეზე გააძევეს.
46-ე წუთზე „მონცა,“ კუთხური ჩააწოდა და მოტამ თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა, გოგლიჩიძემ კი ასევე თავით ანგარიშში სხვაობა შეამცირა. 88-ე წუთზე რომაელებიდან თავი პინამონტიმ გამოიჩინა. შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძე „უდინეზეს“ საკუთრებაა და „მონცაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრეს. „მონცა’ 4 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





