„კიოლნმა“, რომლის დაცვის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ლუკა ლოჩოშვილი ჩამოყალიბდა, გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში შინ მიონხენგლადბახის „ბორუსია“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ორი ტაიმი პირველად ვერ ითამაშა
მატჩის 26-ე წუთზე ანგარიში იოჰანესონმა გახსნა. 39-ე წუთზე სკალიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. 67-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი ელ მალამ გამოიჩინა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
„კიოლნს“ 7 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





