კვერნაძის „ფროზინონე“ ნეაპოლში დამარცხდა

0
0

„ფროზინონე“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კვერნაძეა, იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში სტუმრად „ნაპოლის“ შეხვდა და 0:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა მიმდინარე სეზონში შეუცვლელად მორიგი შეხვედრა ჩაატარა.
მატჩის 27-ე წუთზე მასპინძლებიდან პენალტი ჰოილუნდმა ვერ გამოიყენა. 29-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დე ბრუინმა შეასრულა და ანგარიში გახსნა. 32-ე წუთზე სტუმართა კარი ლანგმა აიღო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე დე ბრუინმა დუბლი შეასრულა.
23 წლის კვერნაძემ ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 6-ჯერ ითამაშა და 3 გოლის გარდა, 1 საგოლე პასი მიითვალა. ის სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზეა წარდგენილი.
„ფროზინონე“ 10 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი