შენგელიას 12 ქულა „ცრვენა ზვეზდასთან“ შინ წაგებულ შეხვედრაში

0
4

„დუბაიმ“, რომელსაც თორნიკე შენგელია მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეუერთდა, ევროლიგაში ზედიზედ მეორე წარუმატებელი თამაში ჩაატარა. ამჯერად, „დუბაიმ“ თავის მოედანზე ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდა და 58:77 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მოედანზე გატარებ 22:13 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. მან 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ერთი 3-ქულიანი გამოიყენა და 6-დან 5 საჯარიმო ზუსტად ჩააგდო.
განვლილ ოთხ ტურში „დუბაიმ“ 2 თამაში მოიგო და ამდენივე წააგო – 20 გუნდში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი