კლოპი: „ვერ დავიჯერებდი რომ ასეთი პირველი ტაიმის ჩატარება შეგვიძლია“

0
6

გერმანიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების A ლიგის მე-4 ტურში სტუმრად საბერძნეთთან 0:0 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, თავისი შეგირდების თამაშით ძალიან კმაყოფილი დარჩა.
„მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ვიცით, საიდან დავიწყეთ. გუნდის თამაშით ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. თუ რამე გრძნობა მაქვს, ეს უფრო სასიამოვნო გაოცებაა, ვიდრე იმედგაცრუება. ვერ დავიჯერებდი, რომ ასეთი პირველი ტაიმის ჩატარება შეგვიძლია. ბიჭებმა დაჯერებელი თამაში აჩვენეს – უმაღლესი დონე ყველა ასპექტში, ერთადერთი გამონაკლისი ის იყო, რომ  საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ, ხოლო ერთ-ერთ ეპიზოდში ჩვენი მოთამაშე მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს უკეთეს მდგომარეობაში იყო.
მე-60 წუთისთვის ცოტა დავიბენით და ამის გამო, ჩვენი მოქმედება ისეთი ზუსტი აღარ იყო. თუმცა, ჩვენ სამი დღის წინ უკვე ვითამაშეთ და 90 წუთის განმავლობაში ასეთი ტემპის შენარჩუნება საბერძნეთის ძლიერ ნაკრებთან რთულია. ჩვენი კონტრპრესინგი საუცხოოდ მუშაობდა 90 პროცენტით. პრობლემა ისაა, რომ დარჩენილ 10 პროცენტში, როდესაც ის არ მუშაობს, სიტუაცია შესაძლოა ცოტა გართულდეს“ – იუწყება კლოპის ნათქვამს გერმანული მედია.
ლაშა თაბაგარი