მოურინიო: „რონალდუ მახეში გაება“

0
2

მადრიდის „რეალის“ დამრიგებელ ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟორჟე ჟეზუშის დაგებულ მახეში გაება.
„ჟეზუში იძულებული იყო კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში გამოეძახებინა, მაგრამ მისი სუსტი თამაში დაინახა და ნორვეგიასთან მატჩში მოსათელად გაუშვა. 20 წუთის მერე, მან კრიშტიანუს სკამზე დაჯდომისკენ მიუთითა, რადგან ძალიან კარგად იცოდა ფეხბურთელის რეაქცია როგორი იქნებოდა. რონალდუ მახეში გაება და ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო. ეს ჩემი აზრია“ – იუწყება პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს გამოცემა A Bola.
27 სექტემბერს ერთა ლიგაში სტუმრად ნორვეგიასთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში რონალდუ სათადარიგო იყო და არ უთამაშია. ამის შემდეგ, მან ვარჯიში გამოტოვა. ფეხბურთელსა და პორტუგალიის მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რომელიც მხარეებმა მოაგვარეს.30 სექტემბერს ჟეზუშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რონალდუ 1 ოქტომბერს დანიასთან გასამართ თამაშსაც გამოტოვებს.
ამის მერე, კრიშტიანუმ თქვა, რომ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობას ტოვებს და თავისი წასვლის მიზეზს მოგვიანებით განმარტავს.ის კოპენჰაგენიდან კერძო თვითმფრინავით მადრიდში დაბრუნდა
ჟეზუში და პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პედრუ პროენსა აეროპორტში შეეცადნენ რონალდუსთვის შეკრების დატოვება გადაეფიქრებინათ, მაგრამ უარი მიიღეს.
რონალდუ პორტუგალიის ეროვნულ გუნდში 2003 წლიდან გამოდიოდა და 234 მატჩში 146 გოლი გაიტანა – ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე ამდენჯერ მეტოქის კარი არავის აუღია. მან პორტუგალიელთა შემადგენლობაში 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ასევე ორჯერ ერთა ლიგა მოიგო – 2019 და 2025 წელს.
ლაშა თაბაგარი