ეროვნულ გუნდს ბელფასტში კიტეიშვილი ვერ დაეხმარება

0
0

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონში მე-2 ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩის ჩასატარებლად ბელფასტში გაემგზავრა, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მეოთხე ტურის შეხვედრაში ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება, რომელმაც ტრავმა ბუდაპეშტში უნგრეთთან 0:1 წაგებული მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში მიიღო და შეცვალეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში 25 სექტემბერს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩრ.ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები 4 ოქტომბერს ბელფასტში მატჩისწინა ვარჯიშს “უინდზორ პარკ სთედიუმზე” გამართავს, სადაც 5 ოქტომბერს მასპინძლებს დაუპირისპირდება. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.
4 ოქტომბრის განრიგი | ბელფასტის დროით:
12:00 ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების ვარჯიში (მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
13:30 ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების პრესკონფერენცია
17:00 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია
17:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
ლაშა თაბაგარი