კეირუში განას ნაკრებიდან დაითხოვეს

0
1

კარლუშ კეირუში განას ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ ამ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაცია იუწყება.
73 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი განას სათავეში 2026 წლის აპრილში ჩაუდგა. მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში კოლუმბიასთან 0:1 წაგების შემდეგ, მან თანამდებობდა დატოვა ორი თვის შემდეგ, ის განელთა თავკაცად ისევ დააბრუნეს, მაგრამ აფრიკის ერთა თასის შესარჩევ ტურნირში კოტდივუართან 0:2 და გამბიასთან 2:4 წაგების მერე, კარისკენ მიუთითეს.
მანამდე, კეირუში სანაკრებო დონეზე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, სამხრეთ აფრიკას, პორტუგალიას, კოლუმბიას, ეგვიპტეს, ირანსა, კატარს და ომანს ავარჯიშებდა. გარდა ამისა, კეირუში სათავეში მადრიდის „რეალს“ და ლისაბონის „სპორტინგს“ ედგა, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედში“ ალექს ფერგიუსონის თანაშემწე იყო.
ლაშა თაბაგარი