საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ, ბუდაპეშტში გამართავს. 30 სექტემბერს, უნგრეთში გამგზავრებამდე, ნაკრებმა თბილისში “მიხეილ მესხი 2”-ზე ივარჯიშა.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, რამაზ სვანაძის გუნდი შეხვედრის მასპინძელ “პუშკაშ არენაზე” ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, ტრადიციულად, აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.
უნგრეთის ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში და პრესკონფერენცია ტელკიში, უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.
უნგრეთი – საქართველოს შეხვედრა 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
1 ოქტომბრის განრიგი | უნგრეთის დროით
13:15 – უნგრეთის ნაკრების პრესკონფერენცია | სასტუმრო გლობალი | ტელკი
15:45 – უნგრეთის ნაკრების ვარჯიში | უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრი | ტელკი (მედიისთვის ღიაა ვარჯიშის საწყისი 15 წუთი)
17:00 – საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია | პუშკაშ არენა
17:30 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში | პუშკაშ არენა (მედიისთვის ღიაა ვარჯიშის საწყისი 15 წუთი).
ლაშა თაბაგარი





