გიორგი ადამია: „ბიჭებს მოტივაცია აქვთ რომ სამი ქულის ასაღებად იბრძოლონ“

0
0

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ადამიას თქმით, ფეხბურთელებს მოტივაცია აქვთ, რომ ევრო 2027-ს შესარჩევი ციკლის მე-9 ტურში სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში სამი ქულა აიღონ.
გიორგი ადამია: „საბერძნეთთან თამაშის მეორე დღეს ჩამოვფრინდით ჩრდილოეთ ირლანდიაში. მოვასწარით დასვენება და ძალის აღდგენა. ძირითადი ვარჯიში ჩავატარეთ და რაც გასავლელი იყო, ყველა საკითხი გავიარეთ. ჩემი აზრით, ჩვენი გუნდი მომავალი თამაშისთვის მზადაა. საბერძნეთთან 0:3 წაგების მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ბიჭებს მოტივაცია აქვთ, რათა მოედანზე გავიდნენ და ჩრდილოეთ ირლანდიასთან სამი ქულის ასაღებად იბრძოლონ.
დანაკლისს რაც შეეხება, ჩამოსვლისთანავე პირველ ვარჯიშზე მეკარე მიხეილ მაქაცარია გამოგვაკლდა, რომელმაც სამწუხაროდ მუხლის ტრავმა მიიღო. მის გარდა, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მომავალი თამაშისთვის ემზადება“.
დიეგო დეისაძე: „ვფიქრობ, რომ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ. სანწუხაროა, რომ საბერძნეთთან დავმარცხდით, მაგრამ ეს ეტაპი უკვე გადავლახეთ და ირლანდიასთან მატჩისთვის ვემზადებით. გუნდში კარი ატმოსფეროა – ბიჭები მენტალურად და ფიზიკურად მზად ვართ. ასე რომ კარგ თამაშს და სამი ქულის აღებას ველოდებით“.
ალექსანდრე ამისულაშვილი: „რამდენიმე დღეა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის ვემზადებით. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. სატურნირო მოტივაციას ყურადღებას არ ვაქცევთ, რადგან ნაკრებში თამაში ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ყოველ მატჩზე უნდა გავიდეთ და დავამტკიცოთ, რომ ამ ნაკრების მაისურით თამაშს ვიმსახურებთ“.
ჩრ.ირლანდიის და საქართველოს შეხვედრა ბალიმენაში შედგება და ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.
F ჯგუფში პირველ ადგილზე გერმანიია 24 ქულით, მეორე ადგილზე საბერძნეთი 21 ქულით, ჩრ,ირლანდია მესამეა 13 ქულით, საქართველოს ნაკრები მეოთხეა 8 ქულით, ლატვია მეხუთეა 5 ქულით, ხოლო უქულო მალტა ბოლოა.
ლაშა თაბაგარი