ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტან ჰარი კეინს სჯერა, რომ სხვა დღეს ესპანეთს დაამარცხებდნენ. მან ამის შესახებ ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის გათამაშების A ლიგის მე-3 ჯგუფში „უემბლიზე“ ესპანეთთან 2:3 წაგების მერე განაცხადა.
„მსოფლიო ჩემპიონატზე კარგ დონეზე გავდიოდით, მაგრამ სრულყოფილ 90 წუთს ვერ ვატარებდით. განვლილ მატჩშიც ასე იყო, მაგრამ გვქონდა მონაკვეთი, რომელიც ასევე კარგი იყო, როგორც ძალიან დიდი ხანი ვთამაშობდით და ეს სტანდარტია, რომლის მიღწევა შეგვიძლია.
ჩვენ მსოფლიოს მოქმედ და ევროპის ჩემპიონს დავუპირისპირდით და მათ დონეზე ვითამაშეთ – დარწმუნებული ვარ სხვა დღეს ამ მატჩს მოვიგებდით. ჩვენ პოზიტივი უნდა ავიღოთ – ცხადია ახლა ეს იმედგაცრუებაა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ყველაფერი უნდა დავივიწყოთ“ – იუწყება 33 წლის ფეხბურთელის ნათქვამს ITV.
განვლილი შეხვედრის მე-2 წუთზე ინგლისელი მცველის უხეში შეცდომის შემდეგ, ანგარიში მეკარესთან პირისპირ გასულმა ლამინ იამალმა გახსნა. 36-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში გორდონმა გაათანაბრა. მე-40 წუთზე კეინის თავურის შემდეგ, ბურთი კუკურელიას მოხვდა და კარში აღმოჩნდა.
54-ე წუთზე კეინმა პენალტი დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. მე-60 წუთზე ესპანელებიდან თავი ბაენამ გამოიჩინა. 74-ე წუთზე მეკარესთან მარტო აღმოჩენილმა ოიარსაბალმა ესპანეთი წინ გაიყვანა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. ესპანეთის ნაკრებს ზედიზედ 39 თამაში არ წაუგია.
ლაშა თაბაგარი





