ლევან კობიაშვილი: “მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ვილი სანიოლს”

0
2
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიხდენტმა ლევან კობიაშვილი ჩვენი ეროვნული გუნდის ექსთავკაც ვილი სანიოლს, რომელიც გუშინ დაითხოვეს, მადლობა გადაუხადა.
ლევან კობიაშვილი: მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებში გატარებული წლებისთვის.
მასთან ერთად ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ქართველ გულშემატკივარს არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება აჩუქა და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ წარმატებას მიაღწია – პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება. დაუვიწყარ მოგონებად დარჩება პირველად გაჟღერებული საქართველოს ეროვნული ჰიმნი, თამაში და ისტორიული გამარჯვება.
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებთან ერთად მიღწეული ისტორიული შედეგები სამუდამოდ დარჩება ქართველი გულშემატკივრების მეხსიერებაში.
მადლობა ვილის პროფესიონალიზმისთვის, განსაკუთრებული ერთგულებისა და იმ დაუვიწყარი ემოციებისთვის, რომლებიც ერთად განვიცადეთ.
მადლობა ვილი!”
ლაშა თაბაგარი