პორტუგალიის ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუში ერთა ლიგის A ლიგის მე-4 ჯგუფის სტარტზე შინ საბერძნეთთან 1:0 მოგებული მატჩის შემდეგ, თამაშის შედეგით და ხარისხით კმაყოფილი დარჩა.
„თამაშის შედეგით და ხარისხით კმაყოფილი ვარ. შედეგი მნიშვნელოვანია, რადგან მატჩის ანალიზის დროს მას ვეყრდნობით. თუმცა, რომ არ მოგვეგო, ჩვენს თამაშს დაცვაში მაინც გავარჩევდით. გუნდმა ანგარიში შეინარჩუნა. მნიშვნელოვანი იყო, რომ გოლი არ გაგვეშვა. ზოგიერთ მოთამაშეს უკეთესად თამაში შეეძლო, მაგრამ ჩვენი სათამაშო გეგმიდან გამომდინარე პირველი თამაშისთვის კარგად ვიასპარეზეთ.
რონალდუს შეცვლას რაც შეეხება, თამაშმა ასე მოითხოვა. 25 წუთი რჩებოდა და დასვენებული ფეხბურთელი გვჭირდებოდა, რომელსაც პრესინგის თამაში შეეძლო. შესაძლოა, მას რონალდუს მსგავსი ტექნიკური თვისებები არ აქვს, მაგრამ გონსალუ რამუშმა დაცვაში სისწრაფე შეგვძინა. გუნდით კმაყოფილი ვარ“ – განაცხადა ჟეზუშმა, რომელსაც 72 წლის ასაკში პორტუგალიის თავკაცის თანამდებობაზე დებიუტი ჰქონდა.
განვლილ შეხვედრაში მასპინძლებს რონალდუმ უკაპიტნა, ხოლო ერთადერთი გამარჯვების გოლი 22-ე წუთზე ჟოაო ფელიქსმა გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





