ირაკლი ეგოიანმა „ექსელსიორის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ნიდერლანდების ერედივიზიონში მე-5 საგოლე პასი გააკეთა. მე-7 ტურში როტერდამელები სტუმრად ამსტერდამის „აიაქსს“ შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
მატჩის 23-ე წუთზე ეგოიანმა კარგი პასი მისცა სლიტის, რომელიც საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა. 32-ე წუთზე ანგარიში ბრანდტმა გახსნა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე საპასუხო ბურთი ჰარტიესმა გაიტანა.
62-ე წუთზე ეგოიანია ამსტერდამელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ერთ მცველს გაცდა, რის შემდეგ პასი შორეულ ძელთან სლიტის გაუკეთა, რომელმაც სტუმრები წინ გაიყვანა. 64-ე წუტზე „აიაქსიდან“ ანგარიში აროკოდარემ გაათანაბრა.
85-ე წუთზე ეგოიანი შეეცადა ბურთი ისრაელის ნაკრების ნახევარმცველ ოსკარ გლუხისთვის წაერთმია და საბოლოოდ, ფეხბურთელები წაკინკლავდნენ, რის გამო, მსაჯმა საქართველოს ნაკრების შუახაზელს ყვითელი ბარათი მისცა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ეგოიანი “აიაქსის” საჯარიმოში ბურთისთვის მასპინძელთა მცველ ბასთან იბრძოდა, რომელმაც ფეხი სახეში ამოარტყა. მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა, მაგრამ რატომღაც წესის დარღვევა არ დააფიქსირა.
ეგოიანმა ამ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 7 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ექსელსიორი“ 11 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





