კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის პირველი მატჩი თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც „გაგრამ“ ტყიბულის „მეშახტე“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
მატჩის 24-ე წუთზე ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ მეტოქის ნახევარზე დანიშნული ჯარიმის შესრულების დროს, მარჯვნიდან პასი საჯარიმოში გააკეთა, სადაც მყოფმა ალექსანდრე ფეიქრიშვილმა ერთი შეხებით კარის წინ მდგომი ზურაბ ჭავჭანიძე მოძებნა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
83-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ ბურთი გაგრელთა ნახევარზე მიიღო და ზუსტი გადახემა გაუკეთა საჯარიმოში გახსნილ მათე კვირკვიას, რომელმაც მცველებს აჯობა და თავით ანგარიში გაათანაბრა.
სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის გაწვრთნილ „გაგრას“ 29 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა, ხოლო კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით „მეშახტემ“ 17 ქულა დააგროვა და ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





