გიორგი ჩაკვეტაძემ „უდინეზეს“ შემადგენლობაში იტალიის სერია A-ში ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა. მე-5 ტურში უდინელები შინ „კალიარის“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თამაშში 46-ე წუთზე ძანიოლოს ნაცვლად ჩაერთო. ის უბურთოდ ნამდვილად არ იყო, მაგრამ ძირითადად განივ პასებს აკეთებდა და თავისი დრიბლინგი არცერთხელ შეუსრულებია. მან ორჯერ კარის მიმართულებით დაარტყა, მაგრამ ბურთი მცველებმა დაბლოკეს.
შეხვედრის 64-ე წუთზე მილერმა „უდინეზეს“ ნახევარზე გადაცემა მცველ კაბასელეს გაუკეთა, რასაც ეს უკანასკნელი აშკარად არ ელოდა და ბურთს დანიელე მალდინი დეუფლა, რომელიც საჯარიმოში შეჭრილი მეკარეს გაცდა, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 0:1.
დარჩენილ დროში „უდინეზე“ კი უტევდა, მაგრამ ქულა ვერ გადაარჩინა. უდინელები 4 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 პოზიციაზეა არიან.
ლაშა თაბაგარი





