უკრაინელი ანდრეი დემჩენკო თბილისის “იბერიას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. მის ნაცვლად გუნდს ლევან კორღალიძე გაუძღვება. დემჩენკო “იბერიას” მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებიდან წვრთნიდა და გუნდს არსებობის ისტორიაში პირველად კონფერენს ლიგის ფაზის საგზური მოაპოვებინა. თბილისის “დინამოს” შემდეგ “იბერია” მეორე გუნდის გახდა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში რომელიც ევროთასების ძირითად ეტაპზე ითამაშებს. “დინამო” 2004 წელს ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდა.
კორღალიძე ბოლო გორის “დილას” ხელმძღვანელობდა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში დატოვა. ის „დილამდე“ სპეციალისტი თბილისის “იბერიას” ავარჯიშებდა, რომლიდან შარშან 31 ივლისს დაითხოვეს. ის “იბერიას” (ყოფილი “საბურთალო”) 3-ჯერ წვრთნიდა – 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აპრილამდე, 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ივნისამდე და 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის ივლისამდე და ახლა სათავეში მეოთხედ ჩაუდგა.
მან 2021 წელს თბილისელებთან ერთად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო, ხოლო 2024 წელს – კრისტალბეთ ეროვნული ლიგა. 46 წლის კორღალიძე ასევე 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის მარტამდე თბილისის “ლოკომოტივს” თავკაცობდა, 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის მაისამდე კი ყაზახეთის “ჟენისს”.
მან კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურში “დილასთან” გამოტოვებულ შეხვედრაში გუნდს იმიტომ ვერ უხელმძღვანელა, რომ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა. გორელებთნ მოქმედი ჩემპიონი სათამაშოდ მისმა ასისტენტმა ნიკა გუშარაშვილმა გაიყვანა.
ლაშა თაბაგარი





