ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა. მას მოქმედი ხელშეკრულება 2028 წელს ეწურებოდა.
დე ლა ფუენტე ესპანეთის ეროვნულ გუნდს 2022 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან „ფურია როხას“ 2023 წელს ერთა ლიგა მოაგებინა, 2024 წელს – ევროპის ჩემპიონატი, ხოლო 2026 წელს – მსოფლიო ჩემპიონატი. 2025 წელს ესპანელებმა ერთა ლიგაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩატარებული 49 მატჩიდან 39 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 7 წააგო.
დე ლა ფუენტე 2013-208 წლებში ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა, რომელსაც 2015 წელს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები ააღებინა.
ის 2018-2022 წლებში ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებს ავარჯიშებდა და 2019 წელს ევროპის ჩემპიონატზე გაამარჯვებინა. მისი თავკაცობით 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ესპანელებმა მეორე ადგილი დაიკავეს.
ლაშა თაბაგარი





