ქუთაისის „ტორპედო“, რომელსაც გერმანელი დირკ შუსტერი წვრთნის, ეროვნული ლიგის 25-ე ტურში „გაგრას“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, მხოლოდ ქულა აიღო.
მატჩის 21-ე წუთზე „ტორპედომ“ კუთხური ჩააწოდა და სერბი კომნენ ანდრიჩის თავურის შემდეგ, ბურთი გაგრელთა მცველ ზურაბ ჭავჭანიძეს მოხვდა და კარში შევარდა – 0:1.
74-ე წუთზე დავით მუჯირის პასის შემდეგ, გურამ გოშთელიანი „ტორპედოს“ საჯარიმოში დავით ბუკიას გაცდა და მახვილი კუთხიდან ახლო „ცხრიანში“ ოთო გოშაძეს გაუტანა – 1:1.
„ტორპედომ“ ფრედ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა და 33 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეექვსეა. სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის ხელმძღვანელობით „გაგრამ“ 28 ქულა დააგროვა და მერვეა.
გაგრა 1:1 ტორპედო
ლაშა თაბაგარი





