კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ჩაიბარა

0
2

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი ჩაიბარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს კუთვნილი ჯილდო ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ ჩემპიონთა ლიგის ფაზაში პსჟ-სა და ბრატისლავას „სლოვანის“ მატჩის დაწყებამდე გადასცა.
პსჟ-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში „ნაპოლიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 85მატჩში 28 გოლი გაიტანა. ხვიჩამ პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ის გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. იგი „ნაპოლის“ მაისურით 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთსო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ხვიჩამ 2025-2026 წლების სეზონში პარიზელთა მაისურით ყველა ტურნირში 48-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 19-ჯერ აიღო.
პსჟ-მ „სლოვანი“ 6:1 გაანადგურა, ხოლო კვარაცხელიამ ორი ტაიმი თადარიგში გაატარა. პარიზელებიდან ანგარიში მე-17 წუთზე უსმან დემბელემ გახსნა, რომელმაც 23-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 31-ე წუთზე თავი ფერან ტორესმა გამოიჩინა.
47-ე წუთზე ტორესმა დუბლი შეასრულა, ხოლო ათ წუთში – ჰეთ-თრიქი. 58-ე წუთზე სლოვაკებიდან ერთი ბურთი კამარამ გაქვითა. 87-ე წუთზე საბოლოო წერტილი ფაბიან რუისმა დასვა. პსჟ მომდევნო შეხვედრას გასვლაზე 14 ოქტომბერს სტუმრად “მანჩესტერ სიტი” ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი