კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში გორის „დილა“ წყალტუბოს „სამგურალს“ ესტუმრა და სამი ქულა აიღო. მატჩის 21-ე წუთზე გორელთა გამბიელი მცველი მამინ სანიანგი მასპინძლების საჯარიმოში შეიჭრა და ერთ მეურვეს გაცდა, რის შემდეგ მახვილი კუთხიდან დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1. ამ ეპიზოდში „სამგურალის“ რუს მეკარე არსენ სიუკაევს უკეთესად თამაში მართებდა, რადგან ბურთი იღლიის ქვეშ გაუძვრა.
21-ე წუთზე თედო კიკაბიძემ კარგი პასი მისცა წყალტუბოელთა საჯარიმოშ გახსნილ სანიანგს, რომელმაც კარის წინ გახსნილი შოთა შეყილაძე მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი, ერთი შეხებით სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა – 0:2.
მეორე ტაიმის დასაწყისში ერთი ბურთის გაქვითვა შეცვლაზე შესულ დავით კრასოვსკის შეეძლო, როდესაც ახლო მანძილიდან კარში დაარტყა და საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა დავით კერესელიძემ ბურთი მოიგერია.
49-ე წუთზე „დილას“ კონტრშეტევის დროს, შეყილაძემ ბურთი „სამგურალის“ საჯარიმოში განელ მოჰამედ კანტეს გადააწოდა, რომელიც ერთ მცველს იოლად გაექცა და მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა – 0:3. მე-80 წუთზე გორელთა კაპიტანმა უკვე თორნიკე გაფრინდაშვილს არ გაატანინა – სახიფათოდ დარტყმული ბურთი ნახტომში მოიგერია.
85-ე წუთზე გორელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა გაფრინდაშვილმა მოიგო, ხოლო ბრაზილიელმა კლაუდინიო სებოლინიამ მცველს დაასწრო და ერთი შეხებით ბურთი კარში გადაგზავნა გაიტანა.
ბერძენი დიამადის ვავალისის გაწვრთნილი „დილა“ 36 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა, ხოლო გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით „სამგურალი“ 32 ქულით მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი




