სილაგაძის გამარჯვების გოლი სლოვაკეთის თასზე

0
0

ლუკა სილაგაძემ „პოდბრეზოვას“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში თასზე მეორე გოლი გაიტანა. 1/32-ფინალში „პოდბრეზოვამ“ გასვლაზე ქვედალიგელი „სპისკა ნოვა ვესი“ ქართველის წყალობით დაამარცხა.
მატჩის 31-ე წუთზე სტუმრები მრალიევიჩმა დააწინაურა, ხოლო 54-ე წუთზე სპასუხო ბურთი ბუჩაკჩუისკიმ გაიტანა. 72-ე წუთზე მეტოქის კარი სილაგაძემ აიღო და თავისი გუნდი 1/16-ფინალში გაიყვანა. ცნობისთვის, მან ამ სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში თავი ვერ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი