ზაქარია ბეგლარიშვილმა „ნომეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში ესტონეთის ჩემპიონატში მეცხრე გოლი გაიტანა. 27-ე ტურში „ნომემ“ სტუმრად „კალიუ“ 2:1 დაამარცხა და შეუცვლელად მოთამაშე 36 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
მატჩის მე-19 წუთზე ბეგლარიშვილმა ანგარიში გახსნა, ხოლო 30-ე წუთზე ზუსტი პასი ტორესს გაუკეთა, რომელმაც სტუმრები კიდევ უფრო დააწინაურა. ზაქარიამ 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მან ამ სეზონში ესტონეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 26 შეხვედრაში 9 ბურთი შეაგდო და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. ესტონეთის თასზე ერთხელ ითამაშა და ერთი გოლი მიითვალა. „ნომე“ 28 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





