ფუტსალის ნაკრებმა პირველი სპარინგი ჩეხებთან წააგო

0
0

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ავთანდილ ასათიანის ხელმძღვანელობით ჩეხეთთან თბილისში ჩატარებული პირველი ამხანაგური მატჩი 2:3 წააგო.
ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრის მე-2 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში კუნსტნერმა გახსნა, ხოლო მე-6 წუთზე ბიშკომ თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. მე-9 წუთზე ერთი ბურთი ლევან სვანიძემ გაქვითა,
34-ე წუთზე ნიკოლოზ კურტანიძემ ანგარიში გაათანაბრა. 38-ე წუთზე ჩეხებიდან თავი დროზდმა გამოიჩინა და დარჩენილ დროში ჩვენმა გუნდმა თამაში ვერ გადაარჩინა.
საქართველოს ნაკრები მეორე სპარინგს ჩეხებთან 10 სექტემბერს ისევ ოლიმპიურ სასახლეში ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი