„გიოზთეფე“, რომლის კარს ლუკა გუგეშაშვილი იცავს, თურქეთის სუპერლიგის მე-4 ტურში შინ „გაზიანთეფთან“ 2:4 წააგო. საქართელოს ეროვნული ნაკრების მეკარემ პირველ ტაიმში 4 გოლი გაუშვა და შესვენებაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტონიმირ სტოილოვმა შეცვალა.
თურქული მედიის ინფორმაციით, გუგეშაშვილი ადგილობრივი ფანების მთავარი სამიზნე გახდა და ბურთთან ყოველი შეხების დროს უსტვენდნენ. ისინი „გიოზთეფეს“ აღზრდილის არდა ოზჩიმენის სახელს სკანდირებდნენ, რომელიც თადარიგში იყო და პირველი ტაიმის მერე ქართველი გოლკიპერი შეცვალა.
თამაშის შემდეგ, გუგეშაშვილმა სოციალურ ქსელში შემდეგი დაწერა:
„მე ვარ მეკარე, რომელიც მოედსანზე ყოველთვის ბოლო სასტვენამდე იბრძვის. ხანდახან ყველაფერი ისე ხდება როგორც ჩვენ გვინდა, ხანდახან კი – არა. ფეხბურთში არის კარგი დღეებიც და ცუდიც, მაგრამ ვერავინ დააყენებს ეჭქვეშ ჩემს ბრძოლისუნარიანობას, ხასიათსა და იმ შრომას, რასაც ამ მაისურისთვის ვდებ.
რაც დღეს გააკეთეს, გულშემატკივრობა არ არის. რა თქმა უნდა, არიან ნამდვილი „გიოზთეფეს“ გულშემატკივრები, რომლებსაც ნამდვილად უყვართ ეს კლუბი და ნებისმიერ ვითარებაში გუნდის გვერდით დგანან. მათდამი უსაზღვრო პატივისცემა და სიყვარული გამაჩნია.
დიახ, შესაძლოა ახლა რთულ პერიოდს გავდივართ, მაგრამ პირველი დღიდან რაც „გიოზთეფეში“ მოვედი, არ ყოფილა არცერთი დღე, რომ ამ კლუბის გერბი და სახელი არ დამეცვა. საქართველოში, თურქეთში, სახლში, ქუჩაში და მოედანზე ყველგან სიამაყით წარმოვადგენდი და ვიცავდი „გიოზთეფეს“,
მათ ვინც კლავიატურის უკან იმალება და იქიდან საუბრობს, მცოლოდ ერთ რამე ვეტყვი – ცხოვრება გრძელია, სამყარო კი – პატარა. ერთ დღეს აუცილებლად შევხდებით ქუჩაში ან სადმე სხვაგან.
ნამდვილ „გიოზთეფეს“ გულშემატკივრებს უსაზღვრო სიყვარულით“ .
„გიოზეთეფეს“ 1 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი





