მამაგეიშვილის „ვოლფსბერგი“ თასის 1/8-ფინალშია

0
0

„ვოლფსბერგი“, რომელშიც ოთარ მამაგეიშვილი გამოდის, ავსტრიის თასის 1/8-ფინალში გავიდა. 1/16-ფინალში „ვოლფსბერგმა“ გასვლაზე ქვედალიგელ „პარნდორფს“ პენალტების სერიაში აჯობა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მატჩის ძირითადი დროს 1:1 დასრულდა, ხოლო დამატებით დროში გუნდები ისევ გოლები გაცვალეს. თერთმეტმეტრიანების სერიაში „ვოლფსბერგმა“ 5:4 გაიმარჯვა – მამაგეიშვილს არ დაურტყამს.
ლაშა თაბაგარი