გიორგი ქოჩორაშვილმა „სევილიას“ სასტარტო შემადგენლობაში ესპანეთის ლა ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა. მე-4 ტურში სევილიელები სტუმრად „ესპანიოლს“ შეხვდნენ და სამი ქულის აღების შანსი ბოლო წუთზე გაუშვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მართალია, მეორე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია. ამ ფონზე მისი შეცვლაზე „მილანიდან“ ზაფხულში დამატებული სენეგალელი ნახევარმცველი ფოფანათი გასაკვირი იყო.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 56-ე წუთზე „სევილიას“ უხეშობისთვის მცველი სანგანტე გაუძევეს.
62-ე წუთზე სტუმართა კარი ელ ჰილალიმ აიღო, მაგრამ მსაჯმა კარის წინ მდგომ „ესპანიოლის“ ფეხბურთელზე თამაშგარე დააფიქსირა. მეორე ტაიმის შუაწელში მეკარესთან პირისპირ გასულმა სტასინმა, რომელიც გასულ სეზონში ვფრანგულ „სენტ-ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილთან ერთად გამოდიოდა, დმიტროვიჩს ვერ აჯობა. 85-ე წუთზე მასპინძლებიც მცველმა თავის საჯარიმოში ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც სტასინმა ერთი შეხებით კარში გადაგზავნა.
ძირთადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე ფერნანდეს სანჩესის თავით დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა, მაგრამ მასპინძლების ფორვარდმა დამატებაზე ანგარიში მაინც გაათანაბრა. „სევილია“ 7 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





