„გიოზთეფე“ სტამბოლში დამარცხდა – გუგეშაშვილის და ოსიმენის დაპირისპირება

0
3

„გიოზთეფე“, რომელსაც ლუკა გუგეშაშვილი მიმდინარე ზაფხულში ერთწლიანი იჯარით პაოკ-იდან შეუერთდა, თურქეთის სუპერლიგის მე-3 ტურში სტუმრად მოქმედ ჩემპიონ „გალათასარაის“ დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და გაშვებულ გოლებში ვერ დაადანაშაულებ. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მისი დუელი ვიქტორ ოსიმენთან, რომელსაც თამაშიდან არ გაატანანინა.
მატჩის მე-16 წუთზე სტუმრები მიროშიმ დააწინაურა, ხოლო 33-ე წუთზე საპასუხო ბურთი დევინსონ სანჩესმა გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს სტუმართა საჯარიმოში გახსნილმა ოსიმენმა მარჯვენა მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა და საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარემ ბურთი მოიგერია.
55-ე წუთზე „გიოზთეფეს“ კაპიტმის ბოკელეს მიერ უკან ცუდად დაბრუნებული ბურთი გუგეშეშვილმა აუტზე მოიგერია, რასაც მასპინძლების სწრაფი შეტევა მოჰყვა და გაბრიელ სარამ სტამბოლელები წინ გაიყვანა. ამ ეპიზოდში ქართველმა მეკარემ და ბოკელემ ცხარედ იკამათეს.
50-ე წუთზე გუგეშაშვილმა ჯერ ოსიმენის სახიფათო თავური მოიგერია, ხოლო შემდეგ ნიგერიელ ფორვარდს არც ახლოდან დამატებაზე გაატანინა. 58-ე წუთზე გუგეშაშვილს საჯარიმოში ბურთი ხელიდან გაუვარდა, რასაც სიტუაციის გამწვავება მოჰყვა, მაგრამ ჯერ აკგუნს აუღო, შემდეგ კი – ბატრაკოვს.
63-ე წუთზე ოსიმენმა პენალტი შეაგდო, ხოლო ორ წუთში „გალათასარაის“ კარი ჟუანმა აიღო. „გიოზთეფე“ 1 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი