კვარაცხელიას პსჟ სეზონის სტარტზე მოუგებელია

0
11

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ საფრანგეთის ლიგა 1-ში ახალი სეზონის სტარტზე ფრედ ზედიზედ მეორე მატჩი დაამთავრა. ამჯერად, ლუის ენრიკეს გაწვრთნილი გუნდი სტუმრად „ლილს“ დაუზავდა – 2:2. აღსანიშნავია, ისევე როგორც პირველ ტურში „რენთან“ ჩატარებულ შეხვედრაში პარიზელები 0:2 აგებდნენ და საბოლოოდ ქულა გადაარჩინეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა, რაც იშვიათი შემთხვევაა და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. იგი მეტოქის კარს რამდენიმეჯერე დაემუქრა, მაგრამ უშედეგოდ.
მასპინძლები მატჩის 21-ე წუთზე ჰარალდსონმა დააწინაურა, ხოლო 84-ე წუთზე ბაკვამ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. ძირთადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ერთი ბურთი ვიტინიამ გაქვითა, რომელმაც ოთხ წუთში ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში მარკინიოსს, ხოლო ბრაზილიელმა კაპიტანმა თავით ანგარიში გაათანაბრა.
მოქმედი ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ბოლო ორი სეზონის ტრიუმფატორი პსჟ 2 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი