„ვილიარეალი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მიქაუტაძეა, ესპანეთის ლა ლიგის მე-3 ტურში სტუმრად „ალავესს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე ოლუვასეიმ შეცვალა.
მას მეტოქის კარის აღების შანსი მხოლოდ პირველ ტაიმში მიეცა, როდესაც მარჯვნიდან საჯარიმოში ბურთიანად შესულმა პეპემ პასი გაუკეთა და გიორგი დარტყმული მცველმა დაბლოკა. გარდა ამისა, ორ ეპიზოდში მიქაუტაძეს მასპინძლების საჯარიმოში რამდენიმე მცველს კარგად გაცდა, მაგრამ საგოლე გადაცემა აღარ გამოუვიდა.
„ალავესიდან“ ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე არგენტინელმა ლუკას ბოიემ გაიტანა. „ვილიარეალი“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფაზაში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდება, 2 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.





