გიორგი გულიაშვილმა კარიერაში ესპანეთის ლა ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა. მე-3 ტურშ სანტანდერის „რასინგმა“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი 2026 წლის იანვარში შეუერთდა, შინ „ელჩე“ 3:2 დაამარცხა. წინა სეზონის მიწურულს მიღებული მძიმე ტრავმის (კოჭის მოტეხილობა) მორჩენის შემდეგ. გულიაშვილი განაცხადში პირველად მოხვდა და თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის პირველ ნახევარში მასპინძლებიდან სამი გოლი მაროკოელმა თავდამსხმელმა იასინ ზაბირიმ გაიტანა, რომელმაც თავი მე-15, 21-ე და 36-ე წუთზე გამოიჩინა. სტუმრებიდან ერთი ბურთი 78-ე წუთზე სანგარემ გაქვითა, ხოლო 79-ე წუთზე ნინომ ანგარიშში სხვაობა მინიმუმადე შეამცირა.
გასულ სეზონში გულიაშვილმა სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე „რასინგში“ 17-ჯერ ითამაშა და 6 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი გააკეთა. სანტადერელები 4 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი





