„ინტერ მაიამის“, რომლის კაპიტანი ლიონელ მესია, არგენტინელი კილი გონსალესი გაწვრთნის. მან თანამემამულე ხავიერ მასკერანო შეცვალა. არგენტინს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მოვალეობის შესრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზის მიღების შემდეგ შეუდგება. მანამდე, გუნდს დროებით გილერმო ოიოსი გაწვრთნის.
კილი გონსალესი ბოლოს სამშობლოში „პლატენსეს“ ავარჯიშებდა – 2025 წლის ივნისადან ოქტომბრამდე. მანამდე, ის „უნიონ სანტა ფეს“ და „როსარიოს“ უძღვებოდა.
ფეხბურთელობისას კილი გონსალესი „ბოკა ხუნიორსში“, „სარაგოსაში“, „როსარიოში“, „სან ლორენსოში“, „ვალენსიაში“ და მილანის „ინტერში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





