ჭანტურიშვილის ეფექტური გოლი „გლაზგო რეინჯერსთან“

0
1

ვახტანგ ჭანტურიშვილმა „იაბლონეცის“ მაისურით კონფერენს ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავის ანგარიშზე მეორე გოლი ჩაიწერა. პლეი-ოფის პირველ მატჩში ჩეხური გუნდი სტუმრად „გლაზგო რეინჯერსთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო სახლში იმავე ანგარიშით სძლია და საბოლოო ჯამში მომდევნო ეტაპზე უკეთესად შესრულებული პენალტების სერიის წყალობით გავიდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 73-ე წუთზე შოტლანდიელთა საჯარიმოში მეურვე ერთ ეპიზოდში ორჯერ „მოატყუა“, რის შემდეგ მარჯვენა მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. ძირითად და დამატებით დროში მეტი გოლი არ გასულა, ხოლო თერთმეტმეტრიანებში „იაბლონეცმა“ 4:3 გაიმარჯვა. ჭანტურიშვილს პენალტი არ დაურტყამს.
ლაშა თაბაგარი