კრაიოვას „უნივერსიტატია“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის ფაზაში ვერ გავიდა. პლეი-ოფის პირველ მატჩში რუმინულმა გუნდმა შინ სომხეთის „არარატ-არმენიასთან“ 1:1 ითამაშა, ხოლო სტუმრად 0:1 დამარცხდა.
ერევანში გამართული შეხვედრისთვის მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში კრაიოველმა ფეხბურთელმა თავის საჯარიმოში ბურთიანად შეჭრილი მეტოქე წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ბრაზილიელი სანდრო ლიმას დარტყმული ბურთი მეკარე პოპესკუმ მოიგერია. თუმცა, ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, მსაჯმა დააფიქსირა, რომ დარტყმამდე სტუმართა ერთ-ერთი ფეხბურთელი საჯარიმოში შევიდა და პენალტი გაამეორებინა.
თერთმეტმეტრიანი ისევ სანდრო ლიმამ შეასრულა და პოპესკუმ ბურთი უკუაგდო, მაგრამ ბრაზილიელმა ზუსტად დაამატა, რის წყალობით „არარატ-არმენია“ არსებობის ისტორიაში პირველად ევროპა ლიგის ფაზაში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





