კვარაცხელიას ტაიმი – პსჟ მარცხისგან ფერან ტორესმა იხსნა

0
13

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ საფრანგეთის ლიგა 1 ქულით დაიწყო. პირველ ტურში მოქმედი ჩემპიონი სტუმრად „რენს“ დაუპირსპირდა და გუნდებმა ორ-ორი გოლის გაცვალეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ, ბელგიელმა ახალწვეულმა გოდტსმა შეცვალა.
მატჩის მე-9 წუთზე მასპინძლები შიმანსკიმ დააწინაურა, ხოლო 38-ე წუთზე ლეპაულმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
71-ე წუთზე ერთი ბურთი „ბარსელონადან“ ზაფხულში ნაყიდმა ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ფერან ტორესმა გაქვითა, რომელმაც 82-ე წუთზე დუბლი შეასრულა და პსჟ მარცხს გადაარჩინა. მან პირველი ტაიმის მერე უსმან დემბელე შეცვალა.
ლაშა თაბაგარი