„ჰაიდენჰაიმი“ თასიდან მე-4 ლიგის გუნდმა გააგდო – ზივზივაძემ პენალტი გააცუდა

0
2

მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „ჰაიდენჰაიმი“ თასის გათამაშებას 1/32-ფინალში მე-4 ლიგის „იედელოსთან“ გამოეთიშა. ბუდუ ზივზივაძის გუნდი სტუმრად 2:5 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და 46-ე წუთიდან ითამაშა. 58-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 3:1 იგებდნენ, მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ზივზივაძე მცველმა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ბუდუმ თერთმეტმეტრიანი ცუდად შეასრულა და მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა.
დარჩენილ დროში „იედელომ“ კიდევ ორი ბურთი გაიტანა, ხოლო „ჰაიდენჰაიმმა“ – ერთი.
ლაშა თაბაგარი