აბუაშვილის ზედიზედ მესამე მატჩი სასტარტოში

0
1

„მეცმა“, რომლის სასტარტოშიც გიორგი აბუაშვილი დამკვიდრდა, საფრანგეთის ლიგა 2-ში ზედიზედ მეორე შეხვედრა ფრედ დაასრულა. მე-3 ტურში მეცელებმა „ლაბალი“ მიიღეს და გუნდებმა გოლები გაცვალეს – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა 86 წუთი ითამაშა და თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.
29-ე წუთზე აბუაშვილი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ერთი მცველის ჩამოცილების მერე, „ცაციათი“ ბურთი ზედა ძელს მოახვედრა. 49-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში მაგიომ გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 78-ე წუთზე „ლავალის“ კარი ფალმა აიღო. 83-ე წუთზე მასპინძლები კაცნაკლული დარჩნენ, რადგან მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო ფალი გააძევეს. „მეცს“ 5 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი