ლიბანს შენგელიას და მამუკელაშვილის გარეშე ვძლიეთ

0
9

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში ლიბანის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ დახურული ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 93:74 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების მხრიდან შეხვედრაში საუკეთესოები 13-13 ქულით ალექსანდრე ფევაძე და მარკის რიდი იყვნენ, 11 ქულა ჰქონდა გიორგი კორსანტიას, ხოლო 10 ქულა სამმა კალათბურთელმა შესძინა გუნდს – დუდა სანაძემ, გიორგი ტურძილაძემ და ბექა ბურჯანაძემ. ამ უკანასკნელმა 12 მოხსნაც მიითვალა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა დასვენების საშუალება მისცა თორნიკე შენგელიას და სანდრო მამუკელაშვილს, რომლებიც გუნდს შემდეგ თამაშებში დაეხმარებიან.
საქართველოს ნაკრები აგვისტოში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, თბილისში, 23 აგვისტოს ისრაელის წინააღმდეგ. ამ შეხვედრას მაყურებელი დაესწრება.
28 აგვისტოს ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს დედაქალაქში მონტენეგროსთან შეხვედრით გახსნის, ხოლო 31 აგვისტოს პორტუგალიას ესტუმრება.