ლობჟანიძის კიდევ ერთი საგოლე გადაცემა MLS-ში

0
3

საბა ლობჟანიძემ, რომელიც „რეალს სოლტ ლეიკს“ ზაფხულში შეუერთდა, ახალ გუნდში მესამე საგოლე პასი მიითვალა. MLS-ის მორიგ ტურში „რეალ სოლტ ლეიკი“ შინ „დალასს“ დაუპირისპირდა და 3:4 დამარცხდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო.
64-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 3:2 იგებდნენ, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილ ლობჟანიძემ პასი თანაგუნდელისგან მიიღო და თავზე ბურთი ლუნას დაასვა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. „დალასმა“ გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე გაიტანა.
31 წლის ლობჟანიძემ „რეალ სოლ ლეიკში“ გადასვლის შემდეგ MLS-ში 5-ჯერ ითამაშა და თანაგუნდელებს გოლი სამჯერ გაატანინა.
ლაშა თაბაგარი