კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ცენტრალური მატჩი თბილისის „იბერიასა“ და „დინამოს“ შორის, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა გამართულიყო გადაიდო.
ამის შესახებ თბილისის „დინამოს“ პრესსამსახური იუწყება:
„23 აგვისტოს გასამართი ეროვნული ლიგის მატჩი „იბერიასთან“, ჩვენი კლუბების შეთანხმებით გადადებულია. თბილისური გუნდი 20 აგვისტოს პოლონეთში გამართავს მატჩს და დედაქალაქში 22 აგვისტოს დაბრუნდება. აღნიშნული თამაში 4 ოქტომბერს სანაკრებო პაუზის პერიოდში ჩაინიშნება“.
ლაშა თაბაგარი





