ბუსკეტსი მშობლიურ კლუბში მწვრთნელად დაბრუნდა

0
4

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი „ბარსელონას“ მეორე გუნდში მთავარი მწვრთნელის ჟულიანო ბელეტის თანაშემწედ დაინიშნა.
ბუსკეტსი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია. პირველ გუნდში დებიუტი 2008 წელს ჰქონდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 829 მატჩში 19 გოლის გატანის გარდა, 62 საგოლე გადაცემა შეასრულა
მან ესპანეთის ჩემპიონატი 9-ჯერ, ესპანეთის თასი 7-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 7-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ,  უეფას ევროპის სუპერთასი 5-ჯერ მოიგო, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო.
მან ეროვნულ ნაკრებში 143-ჯერ ითამაშა და 2 ბურთი შეაგდო, ასევე 9 საგოლე პასი მიითვალა. ბუსკეტსმა 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2012 წელს – ევროპის ჩემპიონატი.
ბუსკეტსი 2023-2025 წლებში MLS ბინადარ „ინტერ მაიამიში“ გამოდიოდა, რომლის კაპიტანი ლიონელ მესია.
ლაშა თაბაგარი