შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს სებასტიან პოკონიოლი გაწვრთნის. შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით. 39 წლის ბელგიელმა სპეციალისტმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან სტივ კლარკი შეცვალა, რომელიც გუნდს 2019 წლიდან ავარჯიშებდა და თანამდებობა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა.
მიმდინარე წლის ზაფხულში პოკონიოლი „მონაკოს“ თავკაცის თანამდებობიდან წავიდა, რომელიც 2025-2026 წლების სეზონში ეკავა. მანამდე, ის ბელგიის 18-წლამდელთა ნაკრებს და „უნიონ სენ ჟილს“ წვრთნიდა. მან „უნიონ სენ ჟილს“ 2024 წელს ბელგიის სუპერთასი მოაგებინა, ხოლო 2025 წელს ბელგიის ჩემპიონატი.
ლაშა თაბაგარი





