კაკაბაძეს მცირე დროს მისცეს

0
2

„კრაკოვიამ“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა პოლონეთის ექსტრაკლასას მე-4 ტურში „რაკუვი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო.
სტუმრებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს. 31 წლის კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში 4 მატჩი (3 სასტარტოში) ჩაატარა.
საბა ლობჟანიძის „რეალ სოლტ ლეიკმა“ MLS-ის მორიგ ტურში შინ „მინესოტას“ ვერ მოუგო. ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. „რეალ სოლტ ლეიკი“ 27 ქულით 15-გუნდიან დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი