გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის ლა ლიგის 2026-2027 წლების სეზონი საგოლე გადაცემით დაიწყო. „ვილიარეალი“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდია, პირველ ტურში სტუმრად გიორგი გულიაშვილი სანტადერის „რასინგს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ მიქაუტაძემ ითამაშა, რომელმაც მოედანზე ორი ტაიმი გაატარა. ჩვენი ეროვნული გუნდის კიდევ ერთი თავდამსხმელი გულიაშვილი ტრავმის მერე სარეაბილიტაციო პროცესს გადის და განაცხადში ამიტომ არ იყო.
მატჩის 21-ე წუთზე მასპინძლები მარტინმა დააწინაურა, რომელმაც პენალტი გამოიყენა – 1:0. 34-ე წუთზე მარტინესმა „რასინგის“ უირატესობა გაზარდა – 2:0. 45-ე წუთზე ერთი ბურთი გეიემ გაქვითა – 1:2. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე მიქაუტაძემ საჯარიმოში პეპეს გადააწოდა, რომელმაც შორეულ „ცხრიანში“ ეფექტური გოლი შეაგდო – 2:2. მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა და „ვილიარეალმა“ წელს ლა ლიგაში დაბრუნებულ „რასინგთან“ მხოლო ქულა აიღო.
ლაშა თაბაგარი





