აბუაშვილი „მეცის“ სასტარტოში დამკვიდრდა

0
1

გიორგი აბუაშვილმა „მეცის“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა. საფრანგეთის ლიგა 2-ის მეორე ტურში „მეცი“ სტუმრად „გრენობლს“ შეხვდა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა და 37-ე წუთზე გოლის გატანის შანსი ჰქონდა, როდესაც საჯარიმოშ მყოფმა მარცხენა ფეხით დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. აბუაშვილის გასულ სეზონში გუნდის სასტარტო შემადგნელობაში სტაბილურად არ თამაშობდა, ხოლო ახალ სეზონში მთავარმა მწვრთნელმა აქცენტი მასზე გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მან პირველ ტურში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და „მეცს“ სამი ქულა ააღებინა.
„მეცი“ 4 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი