დავითაშვილის ზედიზედ მეორე მოგება სეზონის სტარტზე

0
2

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-2 ტურში „სენტ-ეტიენმა“ შინ სამი ქულა „კლერმონთან“ აიღო – 3:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის 41-ე წუთზე ანგარიში კარდონამ გახსნა, ხოლო 54-ე წუთზე ბალომ მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
68-ე წუთზე დავითაშვილმა სტუმართა მცველ ბაჰიას ყვითელი ბარათი მიაღებინა. 71-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ზურიკომ პასი კსონგვაის გაუკეთა, რომლის დარტყმის მერე ბრუმმა ბურთი კარში გადაგზავნა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი დიოპმა 89-ე წუთზე გაიტანა.
„სენტ-ეტიენს“ 6 ქულა აქვს და 18-გუნდია სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი