„დუნაისკა სტრედამ“, რომლის ღირსებას მცველი ცოტნე კაპანაძე და ფორვარდი გიორგი გაგუა იცავენ, ევროსეზონი დაასრულა. უეფას კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკები სტუმრად ნიდერლანდების „ტვენტესთან“ 0:6 განადგურდნენ, ხოლო სახლში ენსხედელებთან უხვგოლიანი ფრე ითამაშეს – 3:3.
სლოვაკეთში ჩატარებულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ქართველი იყო – კაპანაძემ ორი ტაიმის სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ხოლო გაგუა თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო და 85-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
ლაშა თაბაგარი





