„იბერია“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში „იაგელონიას“ შეხვდება

0
1

თბილისის „იბერია“ უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფში ბიალისტოკის „იაგელონიას“ დაუპირისპირდება.
პოლონურმა გუნდმა ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან შოტლანდიის „გლაზგო რეინჯერსი“ გამოთიშა. „იაგელონიამ“ შინ პირველი თამაში 2:1 მოიგო, ხოლო სტუმრად ჩატარებული შეხვედრა 1:1 დასრულდა.
„იბერია“ პირველ თამაშს პოლონეთში 20 აგვისტოს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 27 აგვისტოს თბილისში შედგება.
„იბერია“ მეორე ქართული გუნდია, რომელიც „იაგელონიას“ ევროთასზე დაუპირისპირდება. 2017-2018 წლების სეზონში ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამომ“ „იაგელონიასთან“ ორივე შეხვედრა წააგო – შინ 0:1, ხოლო სტუმრად 0:4.
შეგახსენებთ, რომ „იაგელონიას“ ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში, „იბერიას“ უეფას კონფერენს ლიგის ფაზაში გარანტირებული აქვს.
ლაშა თაბაგარი