ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატია“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა. რუმინულმა გუნდმა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გასვლაზე ფინეთის კუპს-თან 1:1 დაასრულა, ხოლო შინ 2:1 დაამარცხა.
კრაიოვაში ჩატარებულ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეცვალეს. სტუმრები მე-4 წუთზე გასკმა დააწინაურა, ხოლო 43-ე წუთზე ნსიმბამ პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. 62-ე წუთზე ფინელების კარი მორამ აიღო და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა.
„უნივერსიტატია“ პლეი-ოფში სომხეთის „არარატ-არმენიას“ 20 აგვისტოს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო თამაში 27 აგვისტოს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი




